თარიღი    დრო

18 ნოემბერს, “MISS WORLD 2017”-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ქეთი შეყელაშვილი წარადგენს

საქართველო, თბილისი - 17:30 10.16.2017 3816

საქართველოში „მის მსოფლიოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, წელს სილამაზის საერთაშორისო კონკურსის “MISS WORLD 2017”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 18 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ტელეკომპანია „ტვ პირველი“ უზრუნველყოფს.

წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს „იმიჯ ცენტრის“ მოდელი, “ვიცე მის საქართველო 2016”,  23 წლის ქეთი შეყელაშვილი.

“მის მსოფლიო 2017”-ის ფინალზე 100-ე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იწონებს თავს და მათი შეფასება და ხმის მიცემა შესაძლებელია მის მსოფლიოს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:

http://www.missworld.com

ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლის ჩაცმულობაზე ზრუნავს მოდის სახლი "მარიონელა", რომელიც სპეციალურად მსოფლიო ფინალისთვის ამზადებს საღამოს კაბას  და ნაციონალურ სამოსს. კომპანია "მარიონელას" მიერ შექმნილ საღამოს კაბას შეფასებს სპეციალური ჟიური ნომინაციაში “ საუკეთესო დიზაინის კაბა” ( Best Design Award ).

საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტებს აგრეთვე ელით სხვადასხვა წინაშესარჩევ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან საპატიო ტოპ 20-ში:

Miss World Talent- მის ტალანტი

Miss World Fashion – Top Model-მის ტოპ მოდელი

Miss World Multi-Media Award-ხალხის რჩეული  (სოციალური ქსელების მეშვეობით ვლინდება)

Miss World Top Fitness / Sports-მის ფიტნესი/სპორტი

Miss World Beauty with a Purpose-მის ქველმოქმედება

მის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საქველმოქმედო პროექტი “სილამაზე სიკეთისათვის”. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები ახორციელებენ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებს, რის შედეგადაც ვლინდება “მის ქველმოქმედება”. კონკურსის დროს სპეციალური  ჟიურის მიერ ფასდება  ჩატარებული საქველმოქმედო პროექტები და ფინალურ ღონისძიებაზე სახელდება გამარჯვებული ამ ნომინაციაში.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო”  კომპანია  “იმიჯ-ცენტრი”-ს  ორგანიზებით  ყოველწლიურად წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მის საქართველო 2017-ის  ფინალური შოუ წელს ნოემბრის ბოლოს, ბათუმში გაიმართება.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%