თარიღი    დრო

რას გვიპირებს რუსეთი?

საქართველო, თბილისი - 12:58 10.16.2017 3062

სტატისტიკა ხშირად ბევრად მეტს გვეუბნება, ვიდრე პოლიტიკოსთა ან დიპლომატთა განცხადებები. ზოგჯერ კი იმაზე მეტსაც, ვიდრე პოლიტიკური პროცესები: საქართველო ისწრაფვის „ნატო“-სკენ და ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს სერიოზული წარმატებები. იგულისხმება არა მხოლოდ „ნატო“-ს წევრ სახელმწიფოთა სამხედრო სწავლებები, ამერიკული ტანკების გრუხუნი თბილისი-გორი-სენაკი-ფოთის ავტომაგისტრალზე, არამედ შინაარსი, რაც ამას წინათ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააჟღერა ოფიციალური გამოსვლისას: „არსებითია გვესმოდეს, რა დიდი სივრცეა „სულ არაფერსა“ და ნატო-ს წევრობას შორის“.

იგულისხმება, რომ საქართველო შესაძლოა ჯერ-ჯერობიღ ვერ გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრი, მაგრამ მიიღოს მთავარი - უსაფრთხოების გარანტიები, რაც სინამდვილეში რეალური მიზანია: ალიანსის წევრობა ხომ თავისთავად, ცალკე აღებული, თვითმიზანი არ არის? „ნატო“-ში შესვლა სწორედ იმიტომ გვინდა, უსაფრთხოებსა და რუსული აგრესიის არგანმეორების` სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები მივიღოთ. ეს გარანტიები კი ნამდვილად მწიფდება.

მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა წყვეტს თუ ყველაფერს არა, მეტისმეტად ბევრს. რა ხდება ამ დროს საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით საგარო-სავაჭრო სფეროში, რაც ისევ და ისევ დღევანდელი გლობალური წესრიგის თვალსაზრისით არანაკლებ განმსაზღვრელია, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები?

სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, სასიკეთოდ იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც „თავისუფალი ვაჭრობის“  შესახებ ისტორიული შეთანხმების ერთ-ერთი შედეგია. ოღონდ ისიც აშკარაა, რომ ეს ზრდა ჯერ-ჯერობით არ არის სტაბილური, ანუ სისტემური.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამაგიეროდ, სტატისტიკა გვიჩვენებს მერე ტენდენციას, რომელიც სწორედაც  სისტემური და `უცნაურად` სტაბილურია: განუწყვეტლივ იზრდება ექსპორტი რუსეთში. თან ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ევროკავშირის გაერთიანებაში: რუსეთმა უკვე გაასწრო ამ მხრივ ყველას და ყველაფერს საქართველოს საგარეოეკონომიკურ პარტნიორებს შორის. ანუ, ბოლო დრომდე თურქეთი იყო  ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ თურქეთში ექსპორტი ვერანაირად ვერ შეედრებოდა თურქეთიდან იმპორტს. მეორე ბევრად აღმატებოდა პირველს.

აი რუსეთმა კი, ბოლო ცნობებით, უკვე არა მხოლოდ ქართული პროდუქციის ბაზრის თვალსაზრისით დაიკავა პირველი ადგილი, არამედ როგორც სავაჭრო პარტნიორმა. უკვე თურქეთსაც უსწრებს ამ მხრივ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს ყველაზე მეტი პროდუქცია სწორედ რუსეთში გააქვს: ღვინო, მინერალური წყლები, ციტრუსი, ბოსტნეული, ხილი და ა.შ. მაშასადამე, საგარეო ვაჭრობიდან შემოსავლის დიდი ნაწილიც რუსეთზე მოდის, რაც მნიშვნელოვანია ლარის კურსის შესანარჩუნებლად.

პარადოქსია, რომ ქვეყანა, რომელთანაც, ფორმალურად, კვლავ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არა გვაქვს, „რატომღაც“ ხელს უწყობს იმპორტს საქართველოდან, ასევე  ტურისტული ნაკადის ზრდას და ა.შ. არადა, რატომ? რომელი „კეთილშობილების განსახიერება“ პუტინია, მეზობელ ქვეყანას ასეთი ბონუსები დაუწესოს, როდესაც ეს ქვეყანა „ნატო“-სკენ მიისწრაფის?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშასადამე, აქ რაღაც ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში კრემლისთვის სასურველი პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს პოლიტიკურ ჭრილშიც. ოღონდ არა საქართველოს რუსეთისაკენ „შეტრიალების“ მხრივ: მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ ქართული ელიტები „ჩრდილოეთისკენ“ ვეღარ შეტრიალდებიან, რაკი ეს ბოლო 30 წლის პარადიგმის ერთბაშად დარღვევა იქნებოდა. ასეთი რამ კი ისტორიაში (და არც პოლიტიკაში) არ ხდება. სამაგიეროდ, საქართველოს და მისი ბიზნეს-ელიტების ღრმა „მიბმა“ რუსულ ბაზარზე, ქმნის საშიშროებას, „ზუსტად შერჩეულ“ მომენტში, მოსკოვმა ისეთი დარტყმა განახორციელს, რაც საქართველოში გამანადგურებელ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

აი, მკაფიო ისტორიული მაგალითი: 2004 წლიდან პუტინმა ასევე „მიიბა“ საქართველოში ტრადიციულად გავლენიანი „მეღვინე ელიტები“ რუსულ ბაზარზე ექსპორტის გაზრდით. შემდეგ, როცა ურთიერთობა გამწვავდა, ერთბაშად ჩაკეტა ბაზარი ქართული ღვინისთვის (2006 წელს) და „რატომღაც“. ანუ, როგორც ჩვენში ჰგონიათ „შემთხვევით“ მოხდა, რომ მომდევნო 2007 წელს განვითარებული ბობოქარი პროცესების სათავეში სწორედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეღვინე აღმოჩნდა, რომელსაც რუსული ბაზარი ჩაუკეტეს და რუსეთში უკვე ექსპორტირებული მილიონობთ დოლარის პროდუქცია დაუპატიმრეს.

ეს არის ფაქტი, რომელიც „ჯიუტია“.

ამას მოჰყვა არეულობა, შეტაკებები, თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ქვეყნის დისკრედიტაცია დასავლეთში და ა.შ.

იმ „მეღვინეს“ რომ ჰკითხო, რასაკვირველია იტყვის „ეგ არაფერ შუაში იყოო“, თუმცა ფაქტი (ვიმეორებ) ჯიუტია. ზოგჯერ კი ფაქტები, ისევე როგორც  სტატისტიკა, თავისთავად მეტყველნი არიან.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დღესაც, რუსეთი ამზადებს იგივე ტექნოლოგიას უკვე ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ: ექსპორტი რუსულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება; შესაბამისად, იზრდება გავლენიან ელიტურ ჯგუფთა დაინტერესებაც; „ზუსტად შერჩულ“ დროს (მოსკოვში მთელი „ლაბორატორიები“ პროფესიულად აკვირდებიან  ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას), რუსეთი, რაიმე საბაბით, მაგალითად „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ 2011 წლის ხელშკრულების შეუსრულებლობის, ან ნებისმიერ პროვოკაციისა ცხინვალთან თუ ენგურთან, კვლავ დაბლოკავს ღვინის და სხვა პროდუქციის ექსპორტს საქართველოდან, შეწვეტს ფრენებს, შეამცირებს ტურისტულ ნაკადს და ამით, რასაკვირველია, ვერ მიაღწევს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეტრიალებას, მაგრამ, როგორც 2007 წელს, მოახერებს გავლენიანი ელიტური ჯგუფების განაწყენებას, გაავებას, გაბოროტებას, ქვეყანაში დესტაბილიზაციას, დაპირისპირებისა და აგრესიის ზრდას.

სხვა მიზანი მოსკოვს არც ოდესმე ჰქონია: საქართველოში „პრორუსული პარტიის“ გამარჯვება არარეალურია თუნდაც იმიტომ, რომ პატარ-პატარა „ჩრდილოურ ჯგუფებს“ არავითარი გავლენა და ავტორიტეტი არა აქვთ. სამაგიეროდ დაპირისპირების, ახალი „ჯახისა“ და სამოქალაქო ომის დიდი პოტენციალი დევს ტრადიციულად გავლენიან ბიზნეს-ელიტებში, რომლებიც ქვეყანას რუსეთისკენ ვერ შეატრიალებენ, მაგრამ ნგრევისა და ბოღმის ნთხევის დიდი პოტენციალი აქვთ:

1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ჩაკეტა რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა: ბევრი „ელიტარი“, ვინც მაშინ შეიარაღებულ ოპოზიციას აფინანსებდა ან უჭერდა მხარს, არათუ ღიად არ ამბობდა, არამედ, რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ სინამდვილეში მისი აგრესიის მიზეზი ეკონომიკური იყო. ანუ, მარტივად,  ფინანსური დანაკარგი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„პირველი ზარი“, ამ მხრივ უკვე გაისმა: ბოლო ინტერიუში გრიგორი კარასინმა, ვინც  შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს, განაცხადა, რომ საქართველო არ ასრულებს შეთანხმებას „სავაჭრო დერეფნების“ ანუ საბაჟო მონიტორინგის შესახებ, რაც რუსეთს - სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემდა.

ახლა უკვე საკითახი ისაა, რას და როდის ჩათვლიან კრემლში „ხელსაყრელ მომენტად“.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%