თარიღი    დრო

ადვოკატ ირმა ჭკადუაზე დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა - ზაზა ხატიაშვილი  

საქართველო, თბილისი - 17:31 10.15.2017 590

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატ ირმა ჭკადუას მიმართ განხორციელდა ზეწოლა. 

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები დაუშვებელია, რადგან ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლის თანახმად, ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი საქმიანობა დაბრკოლების, ღირესების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე.

"მედია საშუალებებით გავრცელდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, დეკანოზ მამალაძის ბრალდების საქმის, ერთ-ერთი მოწმის - სოსო ოხანაშვილის ჩვენების ფრაგმენტი, სადაც ის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ავრცელებს დაუზუსტებელ და ჩემი შეფასებით, აშკარად ცილისმწამებლურ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის ქ-ნ ირმა ჭკადუას სავარაუდო მონაწილეობაზე საპატრიარქოს მხრიდან მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში.

მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარეს, მიუღებლად მიმაჩნია ადვოკატთა მიმართ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რომელიც მიმართულია ადვოკატის დისკრედიტაციისაკენ და მიზნად ისახავს თავისუფალი პროფესია - ადვოკატის ნდობის შელახვას საზოგადოებაში. ამასთან, ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლის თანახმად ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი საქმიანობა დაბრკოლების, ღირესების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე. ასევე, დაუშვებელია ადვოკატის შევიწროება, მასზე ზეწოლა, მორალური თუ მატერიალური ზიანის მიყენება", - აცხადებს ხატიაშვილი. 

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენების ჩანაწერი მოიპოვეს.

"ჩანაწერში, რომელიც კურიერმა მოიპოვა, სოსო ოხანაშვილი საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ. ის სქემის სათავეში შორენა თეთრუაშვილს ასახელებს. ოხანაშვილი ამავე ჩვენებაში ეკა ბესელიას, ირმა ჭკადუას და ნანა კაკაბაძეს ახსენებს", - წერს "რუსთავი2"




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%