თარიღი    დრო

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 16:31 10.14.2017 961

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. 

ლიკა ქავჟარაძე ტაძარში 12:00 საათზე გადაასვენეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე მიმდინარეობდა. 

ცნობისთვის, მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს მხატვრულ კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში „ნატვრის ხე“. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%