თარიღი    დრო

ლაშა კურტანიძე თავისუფალია - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:02 10.13.2017 423

მსახიობ ლაშა კურტანიძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ სალაყაია ,,ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ადასტურებს.

 „ლაშა კურტანიძე თავისუფალია, ის წუხელ გაათავისუფლეს. მან შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ის შეიწყალა“, - განაცხადა სალაყაიამ.

ნარკოდანაშაულისთვის ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს. სასამართლომ ლევან როსტოშვილს 8, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წელი მიუსაჯეს.

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი გუშინ შეიწყალა.
"სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს," - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%