თარიღი    დრო

ქართველ ხალხს სისხლიან 9 წელზე მითითება მოწყინდა - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 17:24 10.13.2017 358

მე აქ ვდგავარ არა იმისთვის, რომ მიგითითოთ, რომ ქართველ ხალხს მოწყინდა მითითება სისხლიან 9 წელზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ხელისუფლების დროს აღზევდა და დაწინაურდა გირგვლიანის საქმის ავტორი მოსამართლე და პიროვნებები, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციით ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ერთობა, სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ ყველა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, გულზე გვეხატება თუ არა ერთმანეთი და ა.შ.

"მე აქ ვდგავარ არა იმისთვის, რომ მიგითითოთ, რომ ქართველ ხალხს მოწყინდა მითითება სისხლიან 9 წელზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ხელისუფლების დროს აღზევდა და დაწინაურდა გირგვლიანის საქმის ავტორი მოსამართლე და პიროვნებები. მე აქ ვდგავარ არა იმისთვის, რომ ვამტკიცო, რომ წინა ხელისუფლება იყო უკეთესი ან ეს არის უკეთესი, არა იმისთვის, რომ გითხრათ, როგორც მშობელს, ნამდვილად მირჩევნია, რომ ჩემს შვილს არ ემუქრებოდეს სიმსივნის საშიშროება, მირჩევნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთივე სიმწვანე იყოს, როგორც კანადაში და ა.შ. აქ ვდგავარ არა იმისთვის, რომ გითხრათ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დიალოგი ხდება სხვასთან და არა საკუთარ თავთან. როცა აწარმოებ დიალოგს სხვასთან, ჯობია ჯერ დიალოგი აწარმოო საკუთარ თავთან, ჩამოყალიბდე და არა პირიქით, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. 5 მეტია 20-ზე და ჯობია კონსტიტუცია არ იყოს მხოლოდ ”ქართული ოცნების”. კონსტიტუციით ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ერთობა, სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ ყველა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, გულზე გვეხატება თუ არა ერთმანეთი და ა.შ.”, - განაცხადა ანა დოლიძემ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%