თარიღი    დრო

საბავშვო ბაღებს გადამზადებული ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეცპედაგოგები ეყოლება - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

საქართველო, თბილისი - 17:12 10.13.2017 235

თბილისის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ლოგოპედებმა და სპეცპედაგოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს  ორგანიზებით, აღნიშნული სპეციალისტების გადამზადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყო.

თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების გადამზადების პირველი ეტაპი შარშან დაიწყო და 100-მდე სპეციალისტი გადამზადდა, მეორე ეტაპის ფარგლებში კი გადამზადების კურსი 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. გადამზადებულ კადრებს ნოემბერში ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. ისინი ასევე მიიღებენ გზამკვლევებს, რომელიც შარშანდელი ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზამკვლევი მანამდე არ არსებობდა. გარდა ამისა, დაგეგმილია ერთიანი სახელმძღვანელოს შექმნა სპეცპედაგოგებისთვისაც.  

ამ ეტაპზე ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეცპედაგოგის შტატი თბილისის ყველა ბაღში არსებობს, რაც სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ძირეული რეფორმის შედეგია.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%