თარიღი    დრო

2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილი არ შეიტანება

საქართველო, თბილისი - 16:29 10.13.2017 146

2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილები არ შეიტანება (მსუბუქი ავტომობილები ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახვას ექვემდებარება მხოლოდ 2018 წლის და შემდგომი საანგარიშო პერიოდ(ებ)ში).

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, ფიზიკური პირის, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს (საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი), იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი), 2017 წლის 1 იანვრიდან დაემატა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილები (საქართველოს კანონი N97-Iს, 16 დეკემბერი 2016 წ.).

სსკ-ის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შესაბამისად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2017 წლის დეკლარაციაში შეიტანება დასაბეგრი ქონება 2016 წლის მიხედვით, ხოლო მსუბუქი ავტომობილები ვერ იქნება განხილული 2016 წლის მიხედვით დაბეგვის ობიექტად (გარდა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივებისა).

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%