თარიღი    დრო

ერდოღანი ვაშინგტონს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 16:18 10.13.2017 193

შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოს ატყუებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ისინი ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ ამერიკის გენერალური საკონსულოს დაკავებულ თანამშრომელთან შეხვედრის უფლება არ ეძლევათ. ჩვენ თოფუზის დანაშაულზე მტკიცებულებებს გვთხოვენ, მაგრამ მტკიცებულებებს არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ბრალდების მხარე წარმოადგენს სასამართლოში,“-აღნიშნა ერდოღანმა.

სტამბოლში ამერიკის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი მეთინ თოფუზი 4 ოქტომბერს ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, რასაც ვაშინგტონის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეერთებულმა შტატებმა თურქეთის მოქალაქეებზე არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.  




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%