თარიღი    დრო

როდესაც ამბობთ, კონსტიტუციას მხარი დაუჭირა ერთმა პარტიამო, გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდბელი დეპუტატები - ზურაბიშვილი დოლიძეს

საქართველო, თბილისი - 13:05 10.13.2017 199

როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდბელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლებისთვის, - ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

,,მაქვს კითხვა, რომელზეც მთელი პერიოდის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს საზოგადოებას უნდა რომ პირდაპირი წესით აირჩიოს თავისი პრეზიდენტი, ეს უფლება უნდა ჰქონდეთ და ამას ადასტურებს რეიტინგები, ამაში გეთანხმებით, მე ვარ მათ შორის, ვინც  მომხრეა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩვის, მაგრამ მაინტერესებს, რომელი ლოგიკით, იურიდიულით, პოლიტიკურით, მორალურით შეიძლება რომ საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და არ უნდოდეს თავისი დეპუტატის პირდაპირი არჩევა, რაც ასევე, რომ ვკითხოთ საზოგადოებას არის მისი სურვილი და მიიჩნევს, რომ უნდა იყოს უფრო ახლოს უნდა იყოს თავის დეპუტატთან, უნდა იყოს ის პასუხისმგებელი მის მიმართ და უნდა გრძნობდეს, რომ  ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის მიმართ, ეს ყევლაფერი ასევე წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების მოთხოვნას, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად ერთს უჭერთ მხარს და მეორეს არა“, - მიმართა დოლიძეს ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%