თარიღი    დრო

სოლომონ პავლიაშვილი UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:04 10.13.2017 159

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  სოლომონ პავლიაშვილი  UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ტყის საინფორმაციო სისტემების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოში განხორციელებული პროექტის პლენარული შეხვედრისა და ბორჯომში ვიზიტის შედეგებზე იმსჯელეს.

საქართველოში მიმდინარეობს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და  ინტენსიურად ხორციელდება სატყეო სექოტრის რეფორმა. ამ პროცესში GEF-ის დაფინანსებით გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომლის ძირითადი მიზანიც არის ქვეყნის დახმარება საინფორმაციო სისტემების დახვეწაში, რაც კონკრეტულად გამოიხატება ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფასა და გეომონაცემთა ბაზების მართვის გაუმჯობესებაში. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობა, მათი გამჭვირვალობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პროექტი დაგვეხმარება გაიმართოს ტყისა და მიწათსარგებლობის მიმართულებით მონაცემთა საინფორმაციო ბაზები და გაუმჯობესდეს მონიტორინგი გაუდაბნოების, ტყის ხანძრების, მიწის დეგრადაციის, ტყეების მდგომარეობის და ბიომრავლფეროვნების სრულყოფილი მონიტორინგის ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია  გაუმჯობოსდეს სამინისტროსა და მასში შემავალ უწყებებს შორის მონაცემთა მართვისა და მიმოცვლის სისტემაც. დაგეგმილი ,,ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფრომაციისა და გადაწყვეტილებების მხარდამჭერი სისტემა ე.წ. (FLUIDS)”-ი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%