თარიღი    დრო

ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:40 10.12.2017 258

ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 

„ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.

ესპანეთის პრემიერმინისტრი კატალონიის ხელისუფლების დათხოვას არ გამორიცხავს.  მისი თქმით, ის ამ უფლებას კატალონიაში განვითარებული მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%