თარიღი    დრო

დუტერტე პოლიციას მსხვილი ნარკომოვაჭრეების ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 17:03 10.12.2017 88

ფილიპინების პრეზიდენტი სამართალდამცველებს წვრილი ნარკომოვაჭრეების ლიკვიდაციისგან თავის შეკავებას ურჩევს და მოუწოდებს, მხოლოდ მსხვილ ნარკომოვაჭრეებზე იყვნენ ორიენტირებულნი.

„ჩვენ უფრო მსხვილ ნარკომოვაჭრეებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და მათ მხარდამჭერებზე, რომლებიც მთავრობაში არიან,“-აცხადებს როდრიგო დუტერტე.  

მასშტაბური ოპერაცია ნარკომაფიის წინააღმდეგ ფილიპინებში გასული წლის მაისში დაიწყო. რეიდებისას პოლიციამ 4 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%