ამ წუთებში ადვოკატთა ასოციაციაში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხვდება.
როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი, ეკა ლომიძეც დაიბარეს.
ის ხვალ, 11 საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში.
როგორც ლომიძე აცხადებსისიც დანარჩენი ადვოკატების პოზიციაზეა და ჩვენების მიცემას არ აპირებს.
ცნობისთვის, ადვოკატი ეკა ლომიძე, პროკურატურაში ზაზა ხატიაშვილითან ერთად გამოცხადდება.