თარიღი    დრო

ბათუმში ორი მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 15:09 10.07.2017 596

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაიცით, მათ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 46 წლის კაცს, ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში აქვს, დაზიანებულია რბილი ქსოვილები. პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბინაზე გაეწერება. რაც შეეხება მეორე პირს. 56 წლის კაცს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ორივე ფეხზე, მენჯ-ბარძაყის მიდამოში აღენიშნება. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განმარტებით დამნაშავე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%