თარიღი    დრო

„თბილისი-2017“-ის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან

საქართველო, თბილისი - 10:10 10.07.2017 688

თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსის – „თბილისი-2017“-ის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეეძლო. 

გამონაკლისს ნომინაცია - წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა დასაზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის  ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".   

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში გამოვლინდებიან:

  •  წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები
  •  წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები
  •  წლის საუკეთესო ესსე (სკოლის მოსწავლეთათვის)
  •  წლის საუკეთესო სიმღერა
  •  წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები
  •  წლის საუკეთესო ქანდაკება
  •  წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები
  •  წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები
  •  ჟიურის სპეციალური პრიზი



sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%