თარიღი    დრო

გიორგი მღებრიშვილი პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია

საქართველო, თბილისი - 09:45 09.26.2017 104

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია.

გიორგი მღებრიშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დავით აფციაურთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, პეკინის ტრანსპორტის მართვის მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

„პეკინში ფუნქციონირებს საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მსგავსი - ტრანსპორტის მართვის ცენტრი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. მოგეხსენებათ, ჩინეთის ძლიერი მხარე მისი ტექნოლოგიური მიღწევებია. მჯერა, რომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი უწყების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ტრანსპორტის მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ.

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%