თარიღი    დრო

ჯემალ ჭკუასელს სასამართლოში უჩივიან

საქართველო, თბილისი - 22:22 09.25.2017 1772

ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს მისი მეგობრების შვილები სასამართლოში უჩივიან.

ჯემალ ჭკუასელს ყოფილი მთავარი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძისა და ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის იური გოგოლაურის მემკვიდრეებთან დაკავშირებით ედავებიან.

ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის მემკვიდრეები თვლიან, რომ მათი მშობლები ანსამბლმა სათანადოდ არ დააფასა, რადგან ყველა ცეკვა, რომლებიც რევაზ ჭოხონელიძემ დადგა და იური გოგოლაურმა მუსიკალურად გააფორმა დღეს მათი გვარების გარეშე აფიშირდება.

ანსამბლის ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელი 21 ფოლკლორული ნაწარმოების არანჟირებისა და მუსიკის ავტორია. რევაზ ჭოხონელიძე კი 35 ცეკვის, მათ შორის „შატილის ასულოს“, „ქალაუს“, „ზეიმი მთაში“ და „მარულას“ ქორეოგრაფია.

ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, რომ ანსამბლის პროგრამა განახლებულია, ხოლო ძველი ნომრები კოლექტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%