თურქეთის ტელევისიისა და რადიოს უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე ქურთული ტელეარხის, Rudaw-ის მაუწყებლობა შეაჩერა. ამის მიზეზი ერაყის ქურთისტანში მიმდინარე რეფერენდუმი გახდა, რომელსაც ტელეარხი აქტიურად აშუქებდა. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩრდილოეთ ერაყში ქურთებით დასახლებულ რაიონებში იმართბა. თურქეთი საკუთარ საზღვრებთან ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია.