საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინული პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამოართვას მას და კიდევ რამდენიმე პირს.,,მივიღე ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს მათი რიცხვიდან, ვისაც ორი წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა.
მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანია მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიც. არ დაგიმალავთ, მე ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ მავნე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს - პასპორტისა და მოქალაქეობის - ფეხქვეშ გათელვა - ძალიან ცუდი საქციელია. ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს”, - წერს საყვარელიძე ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ
მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში იბრძოლებს.