თარიღი    დრო

ქობულეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:24 09.24.2017 751

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ილია ნაკაშიძე და გიორგი რომანაძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი.

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. სოფელ ქობულეთში დილიდან მალხაზ რომანაძის თავმჯდომარეობით შეიკრიბა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ. შტაბის სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა შეიმუშავეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები.

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. ინტენსიურად იწმინდება ჩახერგილი სასოფლო გზები. საგზაო დეპრტამენტის ორგანიზებით 15 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ელ.ნერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების უმრავლესობას ძაბვა სტაბილურად მიეწოდება. სამუშაოები საგანგებო რეჟიმში კვლავ გრძელდება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით ხვალ დილიდან დამეწყრილ სოფლებში სიტუაციას გეოლოგები  შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სხვა ოჯახების განსახლებაც და დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფა.

,,მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამავდროულად, 15 ერთეული ტექნიკური საშუალება ერთდროულად მუშაობს სხვადასხვა ლოკაციაზე. რამდენიმე საათში დაემატება რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ სოფლებში მოხდება სიტუაციის ბოლომდე შესწავლა. ხვალ დილიდან ჩვენი გეოლოგები თითოეულ დაზიანებულ ადგილას მივლენ, შეისწავლიან თუ რა ვითარებაა ადგილზე, რათა დაიდოს დასკვნები“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. +მეწყრული პროცესების განვითარებისთანავე სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექსნიკის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%