თარიღი    დრო

ავტოსაგზაო შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:58 09.21.2017 762

28 სექტემბერს, 3 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მეკო(მერაბ) კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მეკოს ადვოკატმა, ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.

 „ახლა იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, ჩვენც წარვადგინეთ და მომდევნო პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყება. ბრალდების მხარის მოწეების შემდეგ, დაცვის მხარის მოწმეებზე გადავალთ  და შემდეგ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

ექსპერტიზა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მეკოს ბრალეულობა იკვეთებოდა თუ არა. ამ ექსპერტიზის შედეგი პირველ სექტემბერს სასამართლოში როგორც დამატებითი მტკიცებულება წარვადგინეთ და ის სასამართლომ დასაშვებად სცნო. ამ დასკვნით იკვეთება, რომ ეს შემთხვევა მეკოს ბრალეულობით არ მომხდარა“, - განაცხადა ნუკრი კვინიკაძემ.  

ადვოკატის განცხადებით, მეკოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი აქვს და პროცესებსაც ესწრება.  

„მეკოს გარეშე ამ საქმის განხილვა არ შეიძლება, რადგან მასზე კარგად არავინ იცის თუ როგორ მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ავარია მისი ბრალეულობით არ მომხდარა“, - აცხადებს კვინიკაძე.  

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მეკო კვირიკაშვილს სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%