თარიღი    დრო

კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

საქართველო, თბილისი - 17:32 09.21.2017 285

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია წარადგინა.

საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.

პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.

როგორც მერობის კანდიდატმა წარდგენისას განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზებსაც დასახავენ.

„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%