თარიღი    დრო

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ავტოსადგომი შენდება

საქართველო, თბილისი - 17:22 09.21.2017 981

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოსადგომი ორი დონისაგან შედგება და 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დაათვალიერეს.
ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტოსადგომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადაეცემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის საპროექტო სამუშაოები.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%