თარიღი    დრო

ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს, Ad Black Sea-ს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 16:19 09.21.2017 186

21-23 სექტემბერს, check in georgia-ს მხარდაჭერით ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს, Ad Black Sea-ს მასპინძლობს.

აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოს ასოციაცია და უკრაინის სარეკლამო კოალიცია არიან. სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოიყრიან თავს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სემინარებს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია სარეკლამო ინდუსტრიაში არსებული ტრენდების შესახებ. ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის საერთაშორისო მოედანს წარმოადგენს.

AD Black Sea 2017-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 20-ამდე ქვეყნის სარეკლამო ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ.

სარეკლამო-საკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები კრეატიულ სარეკლამო პროექტებს წარადგენენ 10 ნომინაციაზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.

ფესტივალში მონაწილეებს, ტრადიციულად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარეკლამო სფეროს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები. ჟიური გამარჯვებულ მონაწილეებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვებს. საუკეთესო კომპანიას კი გადაეცემა გრამპრი.

ფინალური შედეგები 23 სექტემბერს AD Black Sea 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. საქართველოში ფესტივალი Ad Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა და პირველივე წელს არამარტო ქართული, არამედ მთელი რეგიონის ყურადღება მიიპყრო. 2017 წელს კი ღონისძიება სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%