თარიღი    დრო

ბათუმის მოსახლეობის ნაწილი შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების აღებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:53 09.21.2017 252

ბათუმში, მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების აღება მოითხოვა.

მათი განცხადებით, ატრაქციონებზე მათი ბავშვები სხდებიან და ზიანდებიან.

ბათუმის მერიამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

„მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება.. 

ადაპტირებულ ატრაქციონებზე განთავსებულია სპეციალური ნიშანი, რითაც ხაზგასმულია, რომ ატრაქციონები განკუთვნილია შშმ ბავშვებისთვის. 

ამის მიუხედავად, ატრაქციონის გამოყენება არამიზნობრივად ხდება. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიზნით“, - აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%