თარიღი    დრო

პროკურორი ისეთ საიდუმლო მასალას ითხოვდა, რომლითაც პატრიარქის დაშანტაჟება მოხდებოდა - დეკანოზი მამალაძე

საქართველო, თბილისი - 14:34 09.21.2017 422

,,ციანიდის საქმის“ კიდევ ერთ სკანდალურ ნაწილს დახური სასამართლო სხდომიდან ,,ტვ პირველი“ აქვეყნებს,  რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ დეკანოზს გამომძიებლებმა საკანში ფოტოები მიუტანეს, რომელზედაც პენუარში ჩაცმული გოგონა იყო. სწორედ ამ ფოტოების გამო დაიხურა სასამართლო პროცესი. დეკანოზი აცხადებს რომ ამ ფოტოში სკანდალური არაფერია, რადგან ეს ფოტო გოგონას სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნები. ერთ-ერთ ფოტოზე არის სტიქაროსიანი, რომელიც სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. მესამე ფოტო კი პირადად დეკანოზს ეკუთვნის, სადაც ის გოგონას კოცნის. ერთ-ერთი ფოტო კი დეკანოზის განცხადებით ქერათმისნი გოგონას ფოტოკოლაჟია, რომელიც მისი ნათესავია.

დეკანოზი აცხადებს რომ პატრიარს და მისი დაცვის უფროსს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. დეკანოზმა მიმართა მოსამართლე ბუგიანიშვილს და რომ დასამალი არაფერი ჰქონდა და მოუწოდა მოსამართლეს აღმოეფქვრა პროკურორის უკანონო ქმედებები. საგამოძებო სტრუქრუტების მოქმედაბას უსიცრხვილო და უმსგავსო უწოდა.

დეკანოზი მამალაძე პროკურატურას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. დასკვნით სიტყვაში, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა, მამალაძე ამბობს, რომ მისი დაკავების დღიდან საგამოძიებო უწყება მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა. მისივე თქმით, გამოძიება თავისუფლების სანაცვლოდ მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის დასახელებას მოითხოვდა. მამალაძე ამბობს, რომ უშუალოდ პროკურორი ჯარჯი წიკლაური მისგან ითხოვდა მიეწოდებინა საპატრიარქოს ისეთი საიდუმლო, რომლითაც პატრიარქის და მაღალი სასულიერო პირების დაშანტაჟება მოხდებოდა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის ჩანაწერს ტვ პირველი ავრცელებს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%