თარიღი    დრო

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ

საქართველო, თბილისი - 14:10 09.21.2017 185

ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 23 სექტემბერს, 19:00 საათზე ჩამოაბრძანებენ.

არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილის განცხადებით, 24 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ, ხოლო 25 სექტემბერს კახეთში გადააბრძანებენ. 

“ასეთი ტანჯული და თავდადებული დედოფალი, მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, რათა პროცედურები იქნას დაცული. კვირას, 24 სექტემბერს წირვის დროს მობრძანდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ხალხს, კი საშუალება ექნება წმინდა ნაწილს ემთხვიოს. ორშაბათს, 25 სექტემბერს სიწმინდეს გადააბრძანებენ კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე იქ სცენ თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%