თარიღი    დრო

ენმ-მ კომისიას უნდობლობა დაკომპლექტებამდე გამოუცხადა - ცესკო

საქართველო, თბილისი - 18:42 09.20.2017 856

"საუბნო-საარჩევნო კომისიის  პირველ სხდომაზე, როდესაც კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და მდივნებს ირჩევენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იდენტური შინაარსის წერილებით გამოცხადდნენ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ კომისიის შემადგენლობას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კომისია ჯერ დაკომპლექტებულიც არ იყო", - ამის შესახებ საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა აჭარაში. ბათუმის ოლქებში პირველი სხდომის ჩატარებამდე, კომისიის წევრებს უცხო პირებმა დაურეკეს, რომ სხდომის ჩატარება გადაიდო. 

ცესკო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ იმოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ხელი შეუწყონ ადმინისტრაციის საქმიანობას. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%