საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო უსაფრთხო რეგიონისა და მსოფლიოს გარეშე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალურ დებატებს დაესწრო.
მისი შეფასებით, დონალდს ტრამპს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა.
„ტრამპს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ
ერს, სახელმწიფოს, რომელიც გლობალური უსაფრთხოების შექმნაში მონაწილეობს. მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოც მონაწილეობს, ამაში არაერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეა ჩადებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი წვლილი მსოფლიოს მიერ არის დანახული და სათანადოდ დაფასებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.