,,ქართუ ბანკი“ ენმ-ის წევრებს ცრუ ბრალდებების გამო უჩივლებს. აღნიშნულ საკითხზე ,,ტვ პირველთან“ საუბარში ,,ქართუ ბანკის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ალა კახნიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბანკის ოფისთან გამართულ აქციაზე გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. კახნიაური ამბობს, რომ ბანკს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა აქვს, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმესთვის ანგარიშების გადმოტანა შეეთავაზებინოთ.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ "ქართუ ბანკის" ცენტრალური ოფისის წინ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ქართუ ბანკი" სავსეა ხალხისთვის წართმეული ფულით.