19 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4727 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9661 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9561 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7098 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3396 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 სექტემბერიდან შევა ძალაში.