თარიღი    დრო

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმატებისთვის

საქართველო, თბილისი - 14:00 09.14.2017 183

„დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო  ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ,   ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“ - ამ სიტყვებით   საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა, რომლებმაც UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

საქართველოს კანდიდატის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას მიხეილ ჯანელიძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების  ერთგულია და კარგად აცნობიერებს, რომ საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების პატივისცემა  თითოეული ქვეყნის, ერისა და მოქალაქის  წარმატების წინაპირობაა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ყველა რეგიონის, ქვეყნების ყველა გაერთიანებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის  ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმატებისთვის“ - დასძინა მიხეილ ჯანელიძემ. 

ახალი გენერალური მდივანი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში დაამტკიცეს, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%