თარიღი    დრო

სულხან ღლონტი ისრაელის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:04 09.14.2017 205

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში აჭარაში მყოფი ისრაელის დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ფესტივალის დამაარსებელ ელისო ბოლქვაძესთან ერთად ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილე იეჰილ ხილიკ ბარსა და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტ იციკ მოშეს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმის მიმართულებით ისრაელ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საერთაშორისო ფესტივალების მნიშვნელობა რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარების კუთხით. შეხვედრისას სულხან ღლონტმა ისრაელიდან აჭარაში შემოსული ტურისტების რაოდენობაზე, საჰაერო ფრენებსა და დეპარტამენტის მიერ ისრაელში განხორციელებულ სარეკლამო ღონისძიებებზე ისაუბრა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში რეგიონის რეკლამირებას 2013 წლიდან ანხორციელებს, რაც პრესტურების, ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და სხვა სარეკლამო აქტივობებს ითვალისწინებს. მზარდია რეგიონში ისრაელიდან შემოსული ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვიც. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში 34 302 ვიზიტორი შემოვიდა ისრაელიდან, რაც ბათუმის მიმართულებით ისრაელიდან გაზრდილი საჰაერო ფრენებისა და სარეკლამო აქტივობების დამსახურებაა. მიმდინარე წელს ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%