თარიღი    დრო

კონგრესმენი პიტერ როსკამი: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა წარმატებულია

საქართველო, თბილისი - 10:12 09.14.2017 85

„განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ,  პიტერ როსკამმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პიტერ როსკამის შეფასებით, ქართველ დეპუტატებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. 

კონგრესმენის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა წარმატებული ორმხრივი  ურთიერთობა  იყო.

„ვისაუბრეთ ჩვენს მეგობრობის შესახებ -  როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%