მღვდელი, რომელმაც 10 სექტემბერს „კრაკოვიეცის“ გამშვებ პუნქტთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ილოცა, პოლიციამ ლვოვში მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.
უკრაინული მედიის ცნობით, მღვდელი იგორ პეტრენკო აცხადებს, რომ ის სამართალდამცველებმა მოტყუებით წაიყვანეს დაკითხვაზე.
„პოლიციის გამომძიებლებმა მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში და ლვოვში ისე ჩამომიყვანეს. ტელეფონიც წამართვეს. ეს არის უკმაყოფილო ადამიანების დაშინება. მე როგორც გავიგე, ჩემი დაკითხვა უნდოდათ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საზღვარზე. მე იქ ვიყავი, და ამას არც ვმალავ“. - განაცხადა იგორ პეტრენკომ.