თარიღი    დრო

ბატონი სოზარის განცხადება დიდი ფარისევლობა ან არაკომპეტენტურობაა - ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 18:39 09.13.2017 251

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით სოზარ სუბარის განცხადებას პასუხობს და აცახდებს, რომ ის, რაც ბატონმა სოზარმა თქვა, არის ან ძალიან დიდი ფარისევლობა ან უბრალოდ არცოდნა და არაკომპეტენტურობა.

„ყველა პარტიის ინტერესშია, ვისაც თეორიული შანსიც კი აქვს 3%-იანი ბარიერის გადალახვის, რომ მინიმუმ, 500 ათასი ლარი დააფიქსიროს შემოწირულობად, რომ მერე ეს თანხა ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნოს. ასე, რომ რამდენად სწორი იყო ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა სუბარმა „ქართული ოცნების“ შემოწირულობების გასამართლებლად, ეს თავად მოსახლეობამ განსაზღვროს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, სუბარის განცხადებით, ეჭვი ჩნდება, რომ ოპოზიციას თანხები არალეგალურად დამალული აქვს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%