13 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4587 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4589 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9443 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9359 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7144 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2602 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 სექტემბერიდან შევა ძალაში.