თარიღი    დრო

ბოლო 2 თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს

საქართველო, თბილისი - 11:24 09.13.2017 803

ბოლო ორ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მონაცემების თანახმად, საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში 836 მძღოლი დაჯარიმდა. თბილისის შემდეგ, ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით, გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ თბილისში მართვის მოწმობაზე ქულის დაკლების 47 931 შემთხვევა დაფიქსირდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%