თარიღი    დრო

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებასთან ერთად სასტუმრო ინფრასტრუქტურაც ვითარდება

საქართველო, თბილისი - 11:09 09.13.2017 209

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებასთან ერთად ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. ეკოტურიზმის აღნიშნული მიმართულება აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც აჭარა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. აღნიშნულ ადგილებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ბერდვოჩინგის უამრავ მოყვარულს იზიდავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

სოფელ სახალვაშოში უკვე 20-ზე მეტი გესტ ჰაუსი ფუნქციონირებს, რომელთაც 2 თვის განმავლობაში ძირითადად ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის ფარგლებში ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ.

რუსლან დილავეროვი გესტ ჰაუსი ვიზიტორებს 2011 წლიდან იღებს. საწყის ეტაპზე მასპინძელი თითო ღამის თევაში 7 ლარს იღებდა, დღეს კი 15 ევროს.

გესტ ჰაუსის მფლობელი განმარტავს, რომ სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ცდილობს, რომ შემოსული თანხა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვისაც დახარჯოს.

სასტუმროს პირის სახლის მფლობელები განმარტავენ, რომ მზარდია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების რაოდენობაც.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%