თარიღი    დრო

სააკაშვილი საინტერესო ქართული მხარისთვის მას შემდეგ გახდება, რაც მისი ექსტრადირება მოხდება - სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:41 09.12.2017 251

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, სააკაშვილი საინტერესო ქართული მხარისთვის მას შემდეგ გახდება, რაც მისი ექსტრადირება მოხდება.

,,სააკაშვილმა ხელი თავის ჩვეულ საქმეს. ეს არის ავანტიურა, მეტი არაფერი. თუ სააკაშვილს უკრაინა და მისი იმიჯი ადარდებს, ასეთი ქცევა, რაც მან საზღვარზე გააკეთა, სცდება ყოველგვარ ზღვარს. თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ის დიდი ხანია გაკოტრებულია. ჩვენთვის ამ შემთხვევაში, სააკაშვილი არის შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში ეჭვმიტანილი დანაშაულებში და ჩვენი მიზანია, რომ ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანარჩენი რაც ხდება უკრაინაში, ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სასტუმრო „ლეოპოლისში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, დილიდან მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. როგორც ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს, ლვოვში დილიდან მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. დაკავებულები არიან ის პირები, ვინც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე გადმოყვანაში უშუალოდ მონაწილეობდა. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%