თარიღი    დრო

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველი სამხედრო დაშავდა

საქართველო, თბილისი - 17:57 09.11.2017 2713

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება.

"ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ნატო-ს სამხედრო მისიის კოლონაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%