თარიღი    დრო

კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს მისაღებ და გონივრულ გამოსავალს - ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:18 08.17.2017 582

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის.

მისივე თქმით, კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს.

"შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, ძალიან შეგნებულად თავს შევიკავებ წინასწარ გითხრათ რაიმე კონკრეტული ან პერსონალური განწყობა, რადგან შეხვედრის წინ იყოს შექმნილი კარგი სამუშაო გარემო გადაწყვეტილებების თუ კომპრომისების ძებნისთვის. ველოდები, რომ ეს შეხვედრა ჩაივლის საქმიან და სამუშაო პირობებში. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ გაიმართება. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%