თარიღი    დრო

ყველგან ჩავალ, სადაც ჩასვლა ჩემს ქვეყანას წაადგება - ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 12:35 08.14.2017 739

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში ჩავა, სადაც ჩასვლა საქართველოს წაადგება და ერთ-ერთი ასეთი ადგილი რუსეთია. 

„ყველგან ჩავალ, სადაც ჩასვლა ჩემს ქვეყანას წაადგება, ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარების არ შემეშინდება.

ასეთი ადგილებია აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასეთი ადგილები სხვაგანაც არის, მაგრამ არ შემეშინდება ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარები. ​ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. ჩემი, თქვენი შვილების და მომავალი თაობების წინაშე ვიცი, რომ ნამდვილად პირნათელი ვიქნები", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმდჯომარემ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტზე განაცხადა, რასაც ოსური მხარე გამოეხმაურა და ნინო ბურჯანაძეს ფაშიზმის სიმბოლო უწოდა. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%