თარიღი    დრო

წელს რთველზე 150 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას პროგნოზირებენ

საქართველო, თბილისი - 15:01 08.12.2017 170

კახეთში რთველისთვის მზადება დაიწყო.

 მოსამზადებელი შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეწარმეებთან გამართა და განაცხადა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც  ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.

„ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ  რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და  ეფექტურად ჩატარებას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს.

 „მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი” - აღნიშნა სამანიშვილმა.

როგორც ცნობილია, წელს ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა. ღვინის ის კომპანიები კი, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

ამავე დროს, დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი.

ამავე დროს, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%