თარიღი    დრო

ძიანგსის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:38 08.11.2017 338

საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხდა.

შეხვედრას ჩინეთის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელი ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი ლი ‘იხუანი, ასევე, ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძიანგსის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც ორშაბათს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში” გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეებმა „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, ღონისძიების დეტალები განიხილეს და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციას შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრზე გააკეთეს აქცენტები. მათ შორის იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტირების საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შედგა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული სამუშაოსთვის.

ძიანგსის პროვინციის ოფიციალურმა დელეგაციამ ასევე, შეხვედრა გამართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მის მოადგილე გიორგი ახვლედიანთან და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%