დონალდ ტრამპი ფხენიანს კიდევ ერთხელ დაემუქრა. საგანგებო განცხადება მან სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა.
"ამერიკელი სამხედროების იარაღი გადატენილია. სამხედრო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. იმედია ჩრდილოეთ კორეა არასწორად არ იმოქმედებს. იმედია, კიმ ჩენ ინი სხვა გზას იპოვის,"- წერს თეთრი სახლის ლიდერი.