თარიღი    დრო

აღმაშენებელზე, ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, საქმის წარმოება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:32 08.11.2017 168

ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.

თბილისის მერიიდან აცნობეს, სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ, გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.

აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე სუბიექტის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%