10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3901 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8014 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8066 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6761 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1078 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 აგვისტოდან შევა ძალაში.