თარიღი    დრო

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:35 08.10.2017 211

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის თუ რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, დამოკიდებულია პირველ რიგში ოპოზიციის მოთხოვნებზე.

„ფორმატთან დაკავშირებით, გვექნება ჩვენ კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო პროექტში, ეს არისდამოკიდებული პირველ რიგში იმ მოთხოვნებზე, რომლებიც  უნდა დააყენოს ოპოზიციამ. ჩვენ ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ  უნდაშემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, თუ რასითხოვს ოპოზიცია. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული. მიღებულია ორი მოსმენით. ახლა  ჯერი ოპოზიციაზეა. სწორედ მათ უნდა წამოაყენონთავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიციამ უნდა გვითხრას ის, თუ რაშემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ასეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან.  ეს აუცილებელიწინაპირობაა იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ჯერ-ჯერობით ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ასეთი სახითმოთხოვნები არ მოგვისმენია და სწორედ ამას ველოდებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაიმართება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის ოპოზიცურ პარტიებთან და ამის შემდეგ, განისაზღვრება დისკუსიის ფორმატი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სტრასბურგის დაანონსებული შეხვედრაა.

„ზოგადად, არ არის სწორი სტრასბურგში წასვლა იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ არის შემზადებული ვითარება ამისთვის. ჩვენ გვექნება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დისკუსიის ფორმატი. ამ ფორმატის ერთ-ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, სტრასბურგის შეხვედრაა, რომელიც არის დაანონსებული",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%